1.პროექტის სახელწოდება: ,,საქართველოს კუთხეები"
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები დაწვრილებით გაეცნობიან საქართველოს კუთხეებს. შეძლებენ მათ დახასიათებას უცხო ენაზე.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები უკეთესად გაიცნობენ საქართველოს სხვა-ვა კუთხეებს, ტრადიცებს, მათ ზნე-ჩვეულებებს , წარმოადგენენ ინფორმაციებს უცხო ენაზე, მოაწყობენ თითოეული კუთხის გამოფენას.
4.პროექტის მიზანი: მოსწავლები შეძლებენ საქართველოს კუთხეებისათვის დამახასიათებელი თავისებურებების გაცნობას, მოიძიებენ, დაახარისხებენ,შეაგროვებენ ინფორმაციას.მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების, მსჯელობის დასკვნის გამოტანისა და პრეზენტაციის უცხო ენაზე გადმოცემის უნარი.5. მონაწილეთა ასაკი:14-15 წელი
6. ვადები და ხანგრძლივობა:15-20 დღე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციებს და სლაიდ შოუებს საქართველოს კუთხეებზე. მოსწავლეებს გაიგებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეების წეს-ჩვეულებებს, სიმღერებს, ლექსებს. მოსწავლეები მოძიებული და შეგროვებული მასალებით მოამზადებენ კედლის გაზეთებს.
8. პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ფოტო და ვიდეო აპარატი,აუდიო მაგნიტოფონი,საბავშვო ენციკლოპედია, თაბახის ფურცლები, ფორმატის ქაღალდი, მარკერები,საღებავები.9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): კლასში ტარდება გამოკითხვა, ვინ რომელი კუთხიდანაა ან რომელი კუთხის წარმოდგენა სურს. ამის შემდეგ ხდება მოსწავლეების გადანაწილება საქართველოს კუთხეებად: ქართლ-კახეთი, იმერეთი/სამეგრელო, გურია/აჭარა, რაჭა/ლეჩხუმი, სამცხე/ჯავახეთი, აფხაზეთი,სვანეთი, ხევი/ფშავ-ხევსურეთი. თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება მოიძიონ თავისი ჯგუფის კუთხის ისტორიულ-გეოგრაფიულ მდებარეობაზე, იქ განთავსებულ ისტორიულ ზეგლებზე,ფოლკლორზე,ასევე უნდა მოიძიონ და შეაგროვონ პოეტების ლექსები, ლეგენდები შესაბამის კუთხეებზე. შექმნიან სლაიდ შოუს თითოეულ კუთხეზე და გააკეთებენ პრეზენტაციას. ბოლოს შექმნიან თითოეული კუთხის შესახებ მოძიებული ინფორმაციით კედლის გაზეთებს.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ინგლისური ენა და ლიტერატურა/ისტორია
უცხ.IX.7. მოსწავლე მოამადებს და წარმოადგენს ეპირ გმოსვლას ,,საქართველოს კუთხეებე" თემაე
უცხ.IX.8. მოსწავლე იყენებს ეპირმეტყველების სათანადო სტატეგიებს.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ლელა ხინიკაძე
12.ხელმძღვანელთა ელ-ფოსტა: khinikadzelela@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: https://khinikadze.blogspot.com/
14.შეფასება:მოსწავლეების შეფასება განხორციელდება დაკვირვების ჩანაწერების შედეგად.
No comments:
Post a Comment